„არჩევნები უნდა გადაიდოს გაზაფხულის ბოლომდე, ხელისუფლებამ..“ – ლადო სადღობელაშვილი

1,066 წაკითხვა

პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„ტოქსიკური არჩევნები…

კანდიდატები პირბადეებით სახედამალულები…

ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა…

– ასეთი არჩევნები გვინდა სადაც ჩვენი ცხოვრება არ არის დაცული? რატომ გვიბიძგებს ხელისუფალი და ოპოზიცია წავიდეთ ისეთ “საქმეზე” სადაც საფრთხე შეგვექმნება?!

– არჩევნები უნდა გადაიდოს გაზაფხულის ბოლომდე… უნდა გამოცხადდეს საგანგებო და ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეაჩეროს covid 19-ის გავრცელება!

ps რომელ არჩევნებზე ვსაუბრობთ? სასწავლო დაწესებულებები იხურება, რესტორნები და ბარები იხურება, დისტანციისკენ და პირბადეებით სიარულისკენ გვიბიძგებენ! – არჩევნები აკრძალვებით, შეზღუდვებით როგორ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად? თუ არჩევნები არ არის თავისუფალი მაშინ დემოკრატიულიც არაა!!!”

Next Post

ახალ კვლევებში კვლავ „ქართული ოცნება“ ლიდერობს

კვი ოქტ 18 , 2020
1,066 წაკითხვა„რუსთავი2“-ის დაკვეთით კვლევითმა კომპანია „SURVATION“-მა გამოკითხვა ჩაატარა, გამოიკითხა 9075 ადამიანი. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება – 55.6 % ნაციონალური მოძრაობა – 19.8 % ევროპული საქართველო – 5.2 % გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლი“ – 5.1% პატრიოტთა ალიანსი – 3.8 %