“თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად”

1,680 წაკითხვა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

„ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილით, დიარეით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი  ქოშინით დატვირთვისას.

თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით  საავადმყოფოში  დასატესტად. ძალიან დიდი ალბათობით კორონა გაქვთ და ტესტის დადებითი პასუხი არაფერს შეცვლის. ქართული ინტერნეტი სავსეა ექიმების რეკომენდაციებით, თუ როგორ უმკურნალოთ  გაურთულებელ  კორონას სახლში.

ამობეჭდეთ და დაურიგეთ იმათ, ვისაც კომპიუტერთან წვდომა არა აქვს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის, რომლებიც აუცილებლად დაიღუპებიან ჰოსპიტალიზაციის გარეშე.

ატარეთ ნიღაბი!!! ატარეთ წესიერად! როგორმე მოითმინეთ საჯარო გართობის გარეშე ცოტა ხანი, სანამ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება. ვისთვისაც გარეთ გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გავიდეს; ოღონდ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით.

თუ ამას გავაკეთებთ, ნელნელა ყველა ბიზნესს ავამუშავებთ, რესტორნების ჩათვლით. სასწავლო დაწესებულებებმა როგორმე გადაწყვიტეთ ონლაინ სწავლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხი. სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებს ნუ ატარებთ კოვიდიან კლინიკებში, თუ მათ სპეციალური წვრთვნა და აღჭურვილობა არა აქვთ!

გავრცელება უნდა შევაჩეროთ რაც შეიძლება სწრაფად და ამას მარტო ვერავინ შეძლებს“

Next Post

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დაცინა და ვიდეო გადაუღო (ვიდეო)

სამ ოქტ 20 , 2020
1,680 წაკითხვანაციონალური მოძრაობის წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დაცინა და ვიდეო გადაუღო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია თუ როგორ იყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს პირადი მიზნებისთვის. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა: „19 ოქტომბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, დაახლოებით 15 საათზე, ნაცხროვის აქტივისტმა სპარტაკ აბულაძემ, ვიდეო გადაუღო […]