გუგეშაშვილების საქმეზე დაკავებულ პირს 20 წელი მიესაჯა

2,005 წაკითხვა

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

„სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

Next Post

„ოოო, ეს მართლა კანალი..“ - ინგა გრიგოლია ირაკლი კობახიძეზე

ოთხ ოქტ 21 , 2020
2,005 წაკითხვაირაკლი კობახიძემ დღეს მთავას არხს და ტვ პირველს გლავკანალი და პერვი კანალი უწოდა. ამაზე ინგა გრიგოლიამ ფეისბიქში დაწერა: „ოოოოო, ეს მართლა კანალი. მე კი ვიცი, როგორც მთავრდება ხოლმე ასეთი მუქარები და ,,კანალის,, ძახილი,მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოდიან და ვერაფერს სწავლობენ წინამორბედებისგან, ესაა გასაკვირი, იმუქრება ბიჭი“.