„საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს“ – ნიკა გვარამია

1,137 წაკითხვა

„მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ზუგდიდში, მძევლების აყვანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე:

როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე.

ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.“- წერს ნიკა გვარამია.

Next Post

„როგორ უნდა გქონდეს მოწყობილი ტვინი, რომ დაიჯერო – ტერორისტი საარჩევნო სპექტაკლს აწყობს..“

ოთხ ოქტ 21 , 2020
1,137 წაკითხვაგია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „როგორ უნდა გქონდეს მოწყობილი ტვინი, რომ დაიჯერო – ტერორისტი საარჩევნო სპექტაკლს აწყობს, რომელიც მისი ლიკვიდაციით, ან სამუდამო პატიმრობით სრულდება? #ნეტათქვენტვინებშიარჩამახედა“