2,413 წაკითხვა
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ნიუპოსტი წერდა, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა, გუნდის დიდი ნაწილი გახარიას გაპრემიერებას და ღარიბაშვილის შს მინისტრობას ეწინააღმდეგება.
არსებული ინფორმაციით დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ სხდომაზე, სადაც სწორედ სამთავრობო ცვლილებების საკითხი იხილებოდა, ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგი თბილისის მერი კახა კალაძე იყო. ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებამ თავის დროზევე გამოიწვია გუნდის შიგნით უკმაყოფილება, კულუარებში არ მალავენ, რომ ივამიშვილის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მმართველი პარტიის რიგებში მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს.
ნიუპოსტი