„ძველი ცოტნე გვიბრუნდება“ – ფოტოები კლინიკიდან

4,856 წაკითხვა

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, სოციალურ ქსელში, ფოტოს ავრცელებს და წერს:

მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო – როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…

თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება…

ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და… დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა…
დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder – ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა  და, ჩვენც
სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე

P.S. და ბოლოს, უუუდიდესი, ბედნიერების გრძნობით აღსავსე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, რომელნიც ყოველდღიურად გვწერენ, გვამხნევებენ, დახმარებას ცდილობენ. ბევრნი (მათ შორის ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ულხინთ), ანგარიშის გახსნასა და თანხის შეგროვებას დაჟინებით გვთავაზობენ, ცოტნეს გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანის უკეთილშობილურესი განზრახვით… და, მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მე და ცოტნეს ძმებს მოგვანიჭა ბედნიერება, კატეგორიული უარის თქმის ფუფუნება გვქონდეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშის გახსნაზე ცოტნეს სახელით, რომლის საჭიროება სინამდვილეში არასდროს ყოფილა…(#ქართუ)
არ ვიცი, რას და როგორ შევძლებდით ამ უთანასწორი ბრძოლაში მე და ცოტნე, რომ არა ოჯახი: #გიორგიგამსახურდია, Konstantine Gamsakhurdia, ანი აბულაძე – უთქვენოდ ვერ ვიქნებოდით ასეთი მაგრები. გვიყვარხართ ჩვენ თქვენ

Sopo Jabauri მადლობა, დე, ასე გმირულად რომ უძლებ ამხელა განშორებას”

Next Post

„ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება“ - მიხეილ სააკაშვილი

შაბ ოქტ 24 , 2020
4,856 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხი დიდი გამარჯვებისთვის. როგორც მან ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წარდგენაზე ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ნიმუშად რჩება გელათის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა. „ახლოვდება და იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათ სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი […]

შესაძლოა მოგეწონოთ