ბიძინა გეგიძემ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ შეტყობინება whatsapp-ში მიიღო

გარიცხვის შესახებ შეტყობინება საპარლამენტო უმრავლესობის აპარატიდან whatsapp-ში მივიღე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ განუცხადა.

გეგიძე მის უმრავლესობიდან გარიცხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირებს.

„ამას ვუკავშირებ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია და ხედვა. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყრებ, ამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ სიას მხარი დავუჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა, იმავეს ვიმეორებ. მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რაც ყველაფერ დანარჩენს ფარავს,“ – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას, რომ ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას ბევრ საკითხთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, გეგიძე უკომენტაროდ ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს ვოლსკის განცხადება.

„განსხვავებული აზრი იდევნება? თუ როგორ გავიგო? თავს შევიკავებ კომენტარისგან. საზოგადოებამ განსაჯოს, რას ნიშნავს მისი განცხადება,“ – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ის პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *