„მე სტატია არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადა..“ – ლადო ბედუკაძის პასუხი ნოდარ მელაძეს

2,237 წაკითხვა

ლადო ბედუკაძე ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემაში გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც ითქვა, რომ  ეს არის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის საუბარი 2012 წლის ციხის კადრებსა და სანაცვლოდ აღებულ თანხაზე.

„ვუყურე თქვენს ახალ ე.წ. სკანდალს პატივცემულო ნოდარ, ჩემი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, რომ ნოდარს არ შეაგინოთ, ისედაც, საკმარისია მისთვის თანამედროვე ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ეპითეტურ -სარკაზმული გამონათქვამი: “ამ ჩემს ნოდარს” !

აბა, რომელი არჩევნები ჩაივლიდა საქართველოში „ბედუკაძის თემის“ გარეშე და ნოდარიც დაარწმუნეს თუ შეუკვეთეს, რომ გაეგრძელებინა უფროსი ძმის – ჩაჯვის (გვარამია) რიტორიკა.

არ ვილანძღები, მაგრამ აი, მართლაც მეხი კი დაგეცეს ნოდარიკო მაგ “მოკრიასფალტისფერ” თავზე. ცრუობ ნოდარ, ცრუობ!

მე არსად მითქვამს, რომ ამ ე.წ. აუდიოანაწერის ნამდვილობას ვადასტურებ, ეს არის სრული ბოდვა და უუნარო მონტაჟი! აკი გითხარი, რომ დიახაც შევხვდი ბატონ ვანოს დაახლოებით.15-20 წუთით ვისაუბრეთ, მე მას გადავუხადე მადლობა, იმის გამო, რომ თურქეთში იძულებითი მიგრაციის შემდეგ დაეხმარა ოჯახს, გადაიხადა რა სასტუმროს ღირებულების საფასური.

და რატომ უნდა ახსოვდეს აუცილებლად ვინმეს 8 წლის წინანდელი შეხვედრა ?
ან რა “მოტეხვა”? რის გარჩევა? აბა, ივანიშვილი აფინანსებდა და 2 მილიონი აიღოო?
ასე უცებ შეცვალეთ „პლასტინკა“?

არ მგონია ეს შენი ნახელავი იყოს, ძალიან უნიჭოდ შესრულებული „სკანდალი“, არ ჰგავს შენს სტილს, შენ კიდევ ჭკვიანი ხარ, ბოლობოლო ბატონ ნუგზარის მოწაფე ხარ!
ალბათ, ასეთი სახით მოგაწოდეს ე.წ. ჩანაწერი და მოგატყუეს მაკარ!

მერე რა რომ ვერ გაგხადა “რ2″- ის არშემდგარი რევოლუციის” დროს ( გაგახსენებთ იგეგმებოდა ფეხმძიმე ქალის მკვლელობა) სისხლსმოწყურებულმა მიშამ “ფილთკომანდერი”, გული არ გაიტეხო შენ!

მერე რა თუ, შენი პატრონი სააკაშვილივით ხშირად ისვრი და პოლიტიკურ სუნს აყენებ, მხოლოდ შენ ჟურნალისტურ საქმიანობას ვგულისხმობ, მერა რა თუ “სკანდალისთვის” ფანტაზიები და თეატრალიზმი არ გყოფნის.

ტერორისტულ ორგანიზაციად ქცეულ ნაცსექტას ხომ მეტად აჯერებ, ხომ არ აძლევ მათ მონურ ტვინებს მოდუნების უფლებას და მუდმივ საინფორმაციო ტერორში ამყოფებ?

მე სად წავალ, რას გავაკეთებ, ეს ჩემი პირადი საკითხია და მე გადავწყვეტ, არც ამაზე ინერვიულო შენ. ეჰ, პატარძლები ტირიან კი არა და თოჯინებიც იცინიან ჩემო ფეისბუკმეგობარო ნოდარ, ამ შენი პატრონების შემოგდებულ ბოდვაზე, რამენაირად დაარწმუნო ქართული საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომ რაც კი სიბინძურე ჩაგიდენიათ თურმე, მოჩვენებითი იყო.

თურმე, „სააკაშვილის რენესანსის ეპოქაში“ ქვეყანაში დანაშაული არ ხდებოდა, საქართველოც ევროპის უსაფრთხო ქვეყანათა ათეულში იყო მუდამ, მაგრამ რატომღაც ქვეყანას წლიურად 21-24 ათასი პატიმარი, 300.000 პრობაციონერი ჰყავდა.

თურმე, ყოველწლიურად არ კლავდით დღეს, ეკრანს ხავსმოდებული ე.წ. ჟურნალისტები თქვენი მონური დუმილით და მორჩილებით ციხეებში ყოველწლიურად ასობით ადამიანს. 2004-2012 წლებში ძალადობრივი გზით სიცოცხლე მოუსწრაფეთ 801 პატიმარს და ახლა გინდათ დაარწმუნოთ საზოგადოება,რომ ყველაფერი „ბედუკაძის ნახელავია“?

თურმე, ქუჩებში არ ცხრილავდით ახალგაზრდებს და არ მოგწონთ დღევანდელი “უუნარო” პოლიციის მიერ ჩატარებული უსისხლო სპეცოპერაცია, თურმე ციხეებში ღამღამობით არ “ახევდით “, არ აფორმებინებდით ბიზნესს ადამიანებს.

თურმე, საზოგადოებას ჰალუცინაციები აწუხებს და” მიHа კი ისევ მაგარია “… უნიჭოდ დაიწყო ჩაჯვიმ (გვარამიამ) გააგრძელე შენ… როგორც დიდი ნოდარი იტყოდა: ასტავაწ! ინჩუ ჰამარ…

მეტი კრეატივი, ნოდარ! ცნობისათვის, ფარული ჩანაწერი ზოგადად არის ეს, რაც მე გავაზიარე. არადა, მე სტატია არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადა“- წერს ლადო ბედუკაძე და თან ურთავს 2015 წელს,  მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბრუს ჩანაწერს, რომელშიც ნოდარ მელაძის შესახებ საუბრობენ:

Next Post

სადგურის მოედანზე კაცი მეტროში ჩავარდა - (ფოტო)

კვი ოქტ 25 , 2020
2,237 წაკითხვადაიჯესტის ინფორმაციით, სადგურის მოედანზე შუა ხნის კაცი მეტროში ჩავარდა. ჩვენი ინფორმაციით მატარებელი მაშინვე გააჩერეს და ძაბვა გამორთეს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მას მატარებელი არ დაჯახებია. როგორც თვითმიხლველი ადგილიდან იუწყება, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ფეხი დაუცდა და მეტროში ჩავარდა. ასევე ცნობილია, რომ მეტროდან ის მალევე ამოიყვანეს.