„მეორედ მსგავს თუ იზამთ…“ – სოფო ხორგუანი ტელეკომპანია პირველს მიმართავს

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ტელეკომპანია პირველს მიმართავს:

„TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ნახევარი საათით ადრე რომ მთხოვეთ და მართლა პროდიუსერი-გოგონას ხათრით, ასე იმ წუთის ჩამოსული ქალაქში, ჩაგერთეთ და საგანგებოდ ვიკითხე, დებატი ხომ არაა და არაო. მაგრამ ეთერში გასვლამდე ორი წუთით ადრე რომ მატყობინებთ, მურთაზ ზოდელავასთან ერთად ხართ ეთერშიო და ხომ არაა პრობლემაო. მხოლოდ ოპერატორი ბიჭისა და მძღოლი კაცის გამო, რომლებიც გულდასმით ასრულებენ თავიანთ საქმეს, გავჩერდი. მეორედ მსგავს თუ იზამთ, მეორედ მოსვლა რომც იყოს, ეთერიდან გავალ.” -წერს ხორგუანი 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *