„ვეტერანების პასუხი 30 ვერცხლზე გაყიდულ ჯინჯილ-მედლებიან გენერლებს“ – თამაზ გოჩაშვილი

4,281 წაკითხვა

2010 წლის იანვარში  ნაცების გაქანებული პარპაშის დროს პროტესტის ნიშნად  საშიმშილოდ დავწექით გმირთა მოედანზე  მე და ჩემი ვეტერანი რამდენიმე ძმა. პირდაპირ გადავდეთ თავები სასიკვდილოდ რომ ნაომარი ბიჭების უმძიმესი ყოფა-ცხოვრება გაგვეპროტესტებინა. დაგვარბიეს და მართლაც რომ ჩამოვხადეთ ნაციონალების უსაზღვროდ ბოროტ ხელისუფლებას სახიდან ნიღაბი.

ეს იყო პირდაპირი დაჯახება რეჟიმთან და რომ არა საზოგადოების,  ამერიკის მაშინდელი ელჩის და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა, ჩვენი მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდებოდა.

დარბევის შემდეგ ვაისამართალდამცავები დაგვდევდნენ დასაჭერად და თვეობით სახლებში ვერ შევდიოდით. გამწარებულ ნაშიმშილარ ბიჭებს 400 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს ვაიმოსამართლეებმა და ფაქტიურად გადაგვიარეს სოწორედ მაშინდელი პრეზიდენტის მიშა სააკაშვილის დავალებით.

მას შემდეგ გავიდა ათი წელი და ვეტერანების საკითხით იშვიათი გამონაკლისების გარდა  ძნელად თუ ინტერესდება ვინმე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაომარი ბიჭები ვერა და ვერ გახდნენ პრიორიტეტული ზრუნვის და მოფერების ხალხი და ეს ბევრ ჩვენთაგანს რა თქმა უნდა გულს სტკენს.

მომავალი თაობაც ვერ ხედავს, რომ პატრიოტიზმი დაფასებადია და იკარგება რაღაც იდუმალი კავშირი ძველ თაობასა და ახალ თაობას შორის. მიდის რთული პროცესი ურთიერთგაუცხოების და იკარგება მთავარი თემა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული, მტრულ გარემოცვაში მოქცეული ჩვენი მამული, პატრიოტიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვის და თუ გნებავთ შეწირვის, თავდადების ქვაკუთხედად ქცევა.

ამ წლებმა დაგვანახა რომ ძლიერი იდეოლოგიის გარეშე შეუძლებელია საქართველოს აღმშენებლობის გზაზე გაყვანა. ამისთვის უნდა მაუშაობდეს მთელი საზოგადოება, ჟურნალისტები, მასმედეა. სამწუხაროდ, ქვეყნის გამთლიანების და ტერიტორიების დაბრუნების თემატიკა მიყრუებული და თითქმის გაუჩინარებულია. ასევე არ ხდება სამართლიანობის აღდგენა არც იმ ვეტერანების მიმართ, რომლებიც უსინდისოდ გამოყარეს ნაციონალებმა თავდაცვის სამინსტროდან და უპენსიოდ და ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს ბიჭები.

სამართალმა ბოლო ბოლო პური უნდა ჭამოს და როდისღა?!

განცვიფრებული შევყურებდი ეკრანს, როდესაც მაღალი რანგის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ვეტერანებმა გამოაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს. დამკვირვებლებად უნდათ დაესწრონ უბნებზე და რაღაც რეაქციებით იმუქრებოდნენ.

მე, თამაზ გოჩაშვილმა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ, რომ თვალები გქონოდათ კარგად დააკვირდებოდით რა დამართეს ქვეყანას ნაცმოძრაობის სექტამ თავისი მმართველობის პერიოდში:ბიზნესის დაყაჩაღებიდან, ციხეებში ხალხის ამოლპობიდან, კაცების და ქალების გაბახებიდან, საქართველოს ტერიტორიების რუსეთზე გადაცემიდან დაწყებული, ტყეებში და გაუპატიურების შემდეგ  ციხეებში კაცების ყმუილით დამთავრებული; სტრატეგიული ობექტების გაყიდვით დაწყებული და 2008 წელს მთელი შეიარაღების რუსეთისთვის გადაცემით და თასვაცვის სამინისტროს შეიარაღების დქცევა-გაპარტახებით დამთავრებული. , 30-40 კაცის  ერთ საკანში შეყრით დაწყებული და მკვდრებზე მორგებში ცოცხალი ადამიანების დაბმით დამთავრებული. კარგად უნდა გახსოვდეთ ისიც, თუ როგორ მაიატოვეს დაღუპული გმირების ცხედრები  თაკარა მზეზე და თავად დროშების ფრიალით და აღტყინებული შეძახილებით დემონსტრაციები ჩაატარეს რუსთაველზე – ვითომდა გავიმარჯვეთო.

თქვენ, დამკვირვებლებო, არ დაგავიწყდეთ წამებით მოკლული სერგო თეთრაძეც  და ჩვენი ძმის გია კრიალაშვილის ლიკვიდაციაც. არ დაგავიწყდეთ  ჩვენი პატრიოტი მამულიშვილის  ბატონი გურამ შარაძის, პრემიერი ზურაბ ჟვანიას მკვლელობები. არ დაგავიწყდეთ  სულხან მოლაშვილის წამება, ციხეებში დაინვალიდებული ადამიანები, ციხის ვითომდა ბუნტის დროს პატიმრების დახოცვა  და მათი მეუღლეების გაუპატირება. ფარული ჩანაწერებით შანტაჟები და ვინ იცის კიდევ რამდენი სიბინძურე სახელმწიფო მართვის რანგში აიყვანეს… მილიარდები გაიტანეს ქვეყნიდან კეზერაშვილებმა, იაკობაშვილებმა და პასუხი არავინ არ მოსთხოვა. ხალხი კი შიმშილობას როგორც ყოველთვის…

თქვენ დამკვირვებლებო არ დაგავიწყდეთ უსასტიკესად დარბეული  რეჟიმის საწინააღმდეგო 7 ნოემბერის აქცია, საწამლავით და ძალისმიერი მეთოდებით დაარბეული 26 მაისის აქცია, შემდეგ მოკლულთა  სახურავებზე შემოდება და პარადების მიღება რუსთაველის გამზირის სისხლიან ქვაფენილებზე.

თვენ დამკვირვებლებო ნუ დაივიწყებთ, რომ სწორედ ნაცებმა სცადეს  ჩვენი ახალგაზრდების ნაწილის ფსიქოლოგული თავისუფლების უზნეობის დანერგვით და დაავადებით ე. წ. „ყველაფერი შეიძლებას“  და ბუჩქებში შეძრომა-გამოძრომის გარყვნილი წაქეზებით. და კიდევ კარგი ერში გამოჩნდა სწორად მოაზროვნე ქართული მუხტის მქონე სტუდენტ-ახალგაზრდობის ძალა, რომელმაც  ამ ნაცების პარპაშს  ბოლო მოუღო თავისი ქუჩაში გამოსვლით და საპროტესტო ტალღა-დემონსტრაციით. გვეგონა 2012 დაგამთავრეთ, მაგრამ შევცდით…

ხოდა ბატონო ნაცაქტივისტ-ვეტერანებო,  ვეტერანების სახელით ლაპარაკს ნურც კი გაბედავთ… თქვენი ძალისხმიერება არჩევნებზე ფუჭად დაგრჩებათ  და აქამდე არც უნდა მისულიყო საქმე. უნდა აღიაროს „ოცნებამ“, რომ ე.წ. „კოხაბიტაციამ“ თავისი უარყოფითი გავლენა იქონია სახელმწიფოს წინსვლაზე და შემდგომ განვთარებაზე. თავის დროზე უნდა  ალაგმულიყო ყველა ლიბერასტული ტელევიზია, ნაცმოძრაობა უნდა გამოცხადებულიყო დამნაშავე ძალად და საერთოდ უნდა ჩამორთმეოდა ის თანხაც კი, რომელსაც ისინი კიდევ იღებენ ბიუჯეტიდან და  კვლავ ჭკუას გვარიგებენ და გვმოძღვრავენ.

თქვენი გამოჩენა ეკრანზე კარგად აჩვენებს, რომ 50 კაცს  500 კაცად ასაღებთ. ტყუილების ქვეყანაში მეტი რა გაეწყობა?! თქვენი სახელები არ მიკვირს, მარა ეს კაცი აკია ბარბაქაძე რომ ქვია ნეტავი რითია უკმაყოფილო?!  ყველა დროებას, რომ მოერგო და თავისი თავის მეტი არავინ არ ახსოვდა. როდესაც ნაციონალების მიერ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული „ვეტერანთა ეროვნული საბჭოს“აღდგენაზე  მივაკითხეთ გიორგი მარგველაშვილის დროს, შესანიშნავი „მასტერკლასით“ ჩაშალა ეს საქმე, რომელიც ვეტერანების საკითხების დასმაში დაგვეხმარებიდა სულ სხვა დონეზე და დღეს  ეს უკვე ვხვდებით მას ეს შეგნებულად გაუკეთებია. ეტყობა ექსკლუზიური პირადი უფლება უნდოდა ქონოდა ამ საქმიანობაში და არა საზოგადოებრივი გაერთიანებების აზრის გათვალისწინება. მისი გმირობები ყველამ იცის გაგრაში. თვითმხილველები ბევრ საინტერესოს ყვებიან მის დიად „საბრძოლო გამოცდილებზე“ და ჩატარებულ ბრძოლებზე.

დრონი მეფობენ და არა მეფენი, ამბობენ…

ამიტომ „ძვირფასო“ დამკვირვებელ ვეტერანებო, მე თქვენი არ მჯერა…

აი იმიტომაც, რომ სოხუმში ბრძოლების დროს არც ძიძარიას ქუჩის დამცველთა შორის მინახიხართ, არც გია კრიალაშვილის გასვენაბაში არ მოსულხართ სამძიმარზე და პანაშვიდზე ოჯახის გასამხნევებლა, არც ვეტერანების უფლებების დაცვისთვის დაგიძრიათ როდესმე ენა და არც გმირთა მოედანზე საპროტესტო შიმშილობის დროს დაგვიდექით გვერდში. რუსების 2008 წლის ომის დროსაც თქვენი მიტოვებული ტექნიკა რაც შევძელით ტყვიების წვიმაში გამოვიყვანეთ და ბოლოს მცხეთასთან ჩავწექით ზაგესის ბოლოში, ხოდა იქაც არ მახსოვხართ ერც ერთი თქვენთაგანი. ისევ ჩემი მეგობრების იმედად ვიცავდით თბილისის შემოსასვლელს.

ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის პრობლემაა ის რომ თავის დროზე არ გაეცა ყველა მოღალატეს სათანადო პასუხი თავის დანაშაულებზე. არავინ გამოიძია რატომ დაიკარგა: ცხინვალი, გაგრა, სოხუმი, კოდორი, ახალგორი. ბრძოლა არ წაუგიათ ჯარისკაცებს წააგეთ, თქვენ გენერლებმა.

და თქვენ რომ კაცები ყოფილიყავით წაგებული ომის გმირებად კი არ მოიწონებდით თავებს, თავებზე ნაცარს წაიყრიდით და მაგ სამხრეებს თავისი ვარსკვლავებით და ჯინჯილ-მედლებით ძირს დაყრიდით და პატიებას სთხოვდით უფალს ამდენი ბიჭების და მოსახლეობის გაწირვისთვის. საქართველოს გავერანებისთვის…

არსად დაკარგით თქვენი ძირს მფორთხავი მთავარსარდალი… დორბლიანი იმედით ელოდეთ მიხეილ სააკაშვილი გადმოგირიცხავთ ფულებს და დაგაფასებთ. ვაი, რა ქვეყანში, რა მამულში, რა  „პაგონებიანი“ ორდენოსანი დასაყრდენი ყოლია მიხუილას?!

თუ არ ცრუობთ გამოაქვეყნეთ იმ  500 ვეტერანის სია,  ვინც თქვენს მხარეს არის. უნდა გავეცნოთ და იცოდეს სამშობლომ თავისი „გმირი“ შვილები. თქვენი სურათები უნდა გაიკრას ყველა ბოძზე და დააწერო ზევიდან: მამულის მოღალატეები!

ერთს კი გეტყვით კიდევ: ბედნიერია ის ვისაც თავისი სამშობლოსთვის უძგერს გული და თქვენ მიხუილასთავის გიძგერთ და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამისთანა ქვეყნისთვის არ დაღუპულან ჩვენი გმირი ბიჭები, ამისთვის არ უბრძოლიათ მათ თითო მჭიდით თითქმის  შიშვლებს დახეული ბოტასებით, დასისხლიანებული ფეხებით,  მშიერი კუჭებით და მხოლოდ სამშობლოსთვის ანთებული გულებით.

 გახსოვდეთ, მამულს მოვლა-პატრონობა უნდა და მამულიშვილს დაფასება და სიყვარული და არა საკუთარი მოგების მიზნით ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში ძრომიალით და ვითომდა ქულების დაწერის სურვილით.

არ გაბედოთ არეულობის მოწყობა, რადგან უკვე ხალხი გაასამართლებს ყველა მოღალატეს.

თამაზ გოჩაშვილი

 

Next Post

„დამარხა ტიპმა სააკაშვილი“ – რუსუდან შარაძე

ხუთ ოქტ 29 , 2020
4,281 წაკითხვარუსუდან შარაძის გამოხმაურება ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, რა დროსაც ბუბა კიკაბიძემ სიმღეა „თბილისო“ რამდენიმე კუპლეტი რუსულ ენაზე იმღერა. „Тбилисо! мзис да вардебис мхарео! ალბათ, წმინდა გიორგი ლენინის ძეგლად მოეჩვენა. დამარხა ტიპმა სააკაშვილი “- წერს რუსუდან შარაძე.

შესაძლოა მოგეწონოთ