„თუ არ შემოეთრევიან პარლამენტში, უკეთესს იზამენ“ – ლაშა ნაცვლიშვილი

1,183 წაკითხვა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ნათელაშვილის ფანჩატურის ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების ნებისმიერ შედეგს, რომელიც, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენ არ გვაღიარებს გამარჯვებულად, გაყალბებულად გამოვაცხადებთო და ასე გავარძელებთ ნებისმიერი მომავალი არჩევნების დროსაც, ვიდრე მოგებას არ დაგვიწერთო. ეს ულტიმატუმი, გარდა იმისა, რომ შეუნიღბავი ძალადობაა სახელმწიფოზე და “ქართული ოცნების” მილიონამდე ამომრჩევლის ნების თავხედური იგნორირების მცდელობა, იმ 700 თუ 800 ათასი ამომრჩევლის ფეხებზე დაკიდებაცაა, ვინც მათ მისცა ხმა და მანდატი. სასწორის ერთ პინაზე დევს საქართველოს მილიონ რვაასი ათასი მოქალაქის ნება, ხოლო მეორეზე – დუჟმორეული, შეშლილი ნადიქტატორალის მანიაკალური წყურვილი – რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიბრუნოს ძალაუფლება. ეს ოპოზიცია კი, არჩევანს, ჯერჯერობით, მეორეს სასარგებლოდ აკეთებს. რატომ? მიშას შნირები არიან და იმიტომ! ყოველთვის იყვნენ და ახლაც მიშას შნირები არიან, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან. თუმცა, აქვთ პერსპექტივა, ასეთებად არ დარჩნენ ბოლომდე.
პ.ს. კვლავ ვადასტურებ, რომ თუ არ შემოეთრევიან პარლამენტში, უკეთესს იზამენ, მაგრამ (პათ)ანატომიური ანალიზი მაინც საჭირო იყო.“ – წერს ნაცვლიშვილი.

Next Post

„გადავდგები იმ შემთხვევაში თუ...“ - თამარ ჟვანია

სამ ნოე 3 , 2020
1,183 წაკითხვაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  „ღამის კურიერში“ დასმულ შეკითხვას, – რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს მან თანამდებობა – თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი. „თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული […]