რატომ ეჭვიანობს სააკაშვილი ნიკა მელიაზე – ფარული განხეთქილება ოპოზიციაში

1,277 წაკითხვა

ოპოზიციაში დაწყებული განხეთქილება და  მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პროცესებში, ვის იყენებს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მიზნებისთვის და რატომ „ეჭვიანობს“ სხვის ლიდერობაზე? ამ საკითხზე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა Multimedia.ge-ს ესაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ნიჭიერია, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურად მერყევი ადამიანები გამოიყენოს და გაუფუჭოს კარიერა, მიითვისოს მისი აზრები და ა.შ.

მან ერთ-ერთ მაგალითად, ორიოდე დღის წინ, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი ტელედაპირისპირება მოიყვანა და თქვა, რომ სააკაშვილმა უკვე დაიწყო ამ ორ ფლანგში თამაში და მელიას წინააღმდეგ, სწორედ  გუბაზ სანიკიძე გამოიყენა, ვინაიდან მელია, საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში გამოიკვეთა, როგორც ლიდერი.

„ამას მიხვდა მელია, ვინაიდან ის გამოიკვეთა, როგორც ლიდერი ამ  საპარლამენტო ოპოზიციის დაჯგუფებაში და შეხედეთ რა გააკეთა სააკაშვილმა? –  უცებ შემოიტანა განხეთქილება გუბაზის დახმარებით, ეს ჩანდა. დაწყებულია ძალიან ეშმაკური თამაში, რაშიც სააკაშვილი, მელიას წინააღმდეგ იყენებს გუბაზ სანიკიძეს.

მე კარგად ვიცი მისი ბრძოლის მეთოდები, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მოხერხებულად შეძლო შემოეტანა პირველი განხეთქილება“ განაცხადა ლალი მოროშკინამ Multimedia.ge-სთან საუბრისას.

Next Post

„ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები თავში და წელში მირტყამდნენ” – შაკო კუჭაშვილი

ხუთ ნოე 5 , 2020
1,277 წაკითხვაშაკო კუჭაშვილის პოსტი ფეისბუქში: „დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას გიპასუხებთ აუცილებლად. ის მოხდა, რასაც ყველა ველოდით, „ჭყიპინამ“ ზონდერ-ჯგუფი მოქმედებაში მოიყვანა. ე.ი რა მოხდა – საოლქო კომისიაში ვიცავდი ქართული ოცნების ხმებს, ვიცავდი ვერაგი ოპოზიციონრებისგან, გარეთ შეკრებულ ჯგროს მოვუწოდე, კომისიისთვის მიეცათ მშვიდად მუშაობის საშუალება – ამ დროს, ყველა მხრიდან, ჩემთვის უცნობი პირები დაიძნრნენ, ერთ-ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები მირტყამდნენ თავის არეში მუშტებს და […]