პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა დასახელდა

1,419 წაკითხვა

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა დასახელდა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

გახარია გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. თუმცა ამავდროულად, ბოლო პერიოდში არაერთი რეზონანსული მოვლენაც მის სახელს უკავშირდება.

გახარია, რომელიც მანამდე კერძო სექტროში საქმიანობდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, 2013 წლის მარტში, გახდა ბიზნესომბუდსნები და ამ თანამდებობაზე მან იმუშავა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, 2016 წლის ივლისამდე. რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, 2017-ში კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა.

ამ პერიოდიდან იკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც. პირველი, მნიშვნელოვანი გამოწვევა მის საქმიანობაში იყო ხორავას ქუჩის საქმე და მაშინ მან პირობა დადო, რომ პირად კონკტროლზე აიყვანდა და აუცილებლად დაადგენდა დავით სარალიძის რეალური მკვლელის ვინაობას. მეორე მნიშვნელოვანი საქმე მისი შს მინისტრობის პირველ თვეებში ასევე იყო ღამის კლუბების საქმე.

თბილისის ცენტრში მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე აღელვებული ახალგაზრდების წინაშე ის პირადად მივიდა და ბოდიში მოუხადა. მისი მინისტრობის პერიოდიდან ასევე მნიშვნელოვანი იყო პანკისში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი, ფაქტობრივად უკონტროლო პროცესში გადაიზარდა, თუმცა გიორგი გახარიამ, ადგილზე მისვლის შემდეგ ასევე მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. გახარია „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში დღემდე არის ოპონენტების თავდასხმების მთავარი ადრესატი.

სულ ბოლოს მისი გადადგომის მოთხოვნა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და ეს მოთხოვნა ოპოზიციურ პარტიებს და მოქალაქეების ერთ ჯგუფს ახლაც აქვს. საინტერესო დეტალია, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით გიორგი გახარია იქნება პირველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პარამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით წარუდგენენ.

imedi

Next Post

თამაზ გოჩაშვილი - „ეს იყო იმ განუკითხაობის, სისასტიკის, მიმართ პროტესტი, რომელშიც ფაშისტურმა პარტიამ ამყოფა ქართველი ხალხი“

სამ სექ 3 , 2019
1,419 წაკითხვალალი ცერაძე 2010 წლის 27 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ზეობის დროს, როდესაც წინასაახალწლო სამზადისში იყო ქვეყანა, საქართველოს ვეტერანებმა დაიწყეს გმირთა მოედანზე შიმშილობის აქცია. ეს იყო იმ განუკითხაობის, სისასტიკის, შეურაცხოფის მიმართ პროტესტი, რომელშიც ამფაშისტურმა პარტიამ ამყოფა მთელი ქართველი ხალხი და მათ შორის პატრიოტი ვაჟკაცი მეომრები. სანქცირებული აქციის დასარბევად ბატონი მიხეილის დავალებით დაიძრნენ მაშინდელი „მშობლიური“ პატრულის თანამშრომლები და ასევე განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული […]