„ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია იძლევა დავალებებს..“ – ლევან კობერიძე

1,161 წაკითხვა

პარტია „ლელოს“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მაგალითია, როდესაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. მან დღევანდელ ბრიფინგზე საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლელო“ მოქალაქეების ხმების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს.

„გუშინ ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითი, როდესაც პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურები ქვეყანაში რეალურად აღრეულია. პრაქტიკულად, პარტია იძლევა დავალებებს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია იძლევა დავალებებს, უნდა გადათვალონ თუ არ უნდა ხმები. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ფაქტის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ ხაზგასმული იყო, როგორც ძალიან დიდი პრობლემა და წუხილი, რომ საქართველოში პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის რეალურად ზღვარი წაშლილია. რა მივიღეთ ჩვენ გუშინ – გუშინ პარტიული დავალების საფუძველზე ძალიან სწრაფად თქვეს უარი ყველა იმ საჩივარზე, რაც უკავშირდებოდა უბნების გახსნას და ხმების გადათვლას. გადაგვამისამრთეს სასამართლოში. იმ სასამართლოში, რომელსაც ვერანაირად ვერ ექნება პრეტენზია სამართლიან სასამარლოზე, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოზე. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე „ქართული ოცნება“, რადგან ვიცოდი, რომ სწორედ აქ მოვიდოდა დღეს ეს წერტილი, როდესაც ამ არასამართლიანმა სასამართლომ და კლანმა უნდა სცადოს და უნდა გაამაყაროს „ქართული ოცნების“ გაყალბებული არჩევნები. თუმცა, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს არ გაუვათ!“ – განაცხადა კობერიძემ.

ipn.ge

Next Post

პაატა იმნაძე სახლებში მყოფ კოვიდინფიცირებულებს რეკომენდაციებით მიმართავს

ხუთ ნოე 5 , 2020
1,161 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სახლებში მყოფ კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციები გასცა: „ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური, იმიტომ რომ უნდა ვიმოძრავოთ, რაც შეიძლება მეტი. მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ ამან შეიძლება სისხლის შედედებაზე იმოქმედოს. ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობია ვიაროთ აქეთ-იქით, რომ […]

შესაძლოა მოგეწონოთ