დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სახლებში მყოფ კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციები გასცა:
„ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური, იმიტომ რომ უნდა ვიმოძრავოთ, რაც შეიძლება მეტი. მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ ამან შეიძლება სისხლის შედედებაზე იმოქმედოს. ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობია ვიაროთ აქეთ-იქით, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ლიმონიანი ჩაი კარგია ამისთვის.
თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტი. თუ რისკ-ფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.