„ამოვიდა ყელში ამ ატროებული და აღგზნებული არსებების ყურება“ – სოსო მანჯავიძე

1,292 წაკითხვა

სოსო მანჯავიძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციებს ეხმიანება:

„მართლაც ამოვიდა ყელში ამ ატროებული და აღგზნებული არსებების ყურება.
და ამათ გონიათ, რომ ასე მშვიდად ვუყურებთ, როგორ შევარდებიან სამთავრობო შენობებში და ახალ უბედურებაში გახვევენ ქვეყანას.

შემდეგ როგორ დაიწყებენ ტერორს მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად.
იმათი, ვინც რეალურად ვებრძოდით და ვებრძვით, თორემ ჰალსტუხიანი პეპლები არაფერში ჭირდებათ, მაქსიმუმ მოპარული ფული წაართვან.
ოცნება!

ამდენ ხანს ხალხი იმიტომ გითმენთ, რომ ამ ვურდლაკების დაბრუნების ეშინია.
კეთილი ინებეთ და იმოქმედეთ. სულ არ მაინტერესებს თქვენი შიდა გარჩევები და შიშები.

თორემ გამოვარდნა, შევარდნა, თავ-პირის პოლიტიკური და სხვაგვარი გაერთიანება მერე ნახეთ თქვენ – ნულოვანი ბარიერით. არ დაგვაავადმყოფეს მართლა? ითვალეთ მერე, ვის არ ეკეთა ღია სივრცეში პირბადეები და წერეთ 20 ლარიანი ჯარიმები.“– წერს სოსო მანჯავიძე.

Next Post

გიორგი ლაღიძე ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

ხუთ ნოე 5 , 2020
1,292 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს: „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „მომავალი საქართველო“ მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ, საქართველოს მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში გვყავდა კანდიდატები, მათ შორის პარტია მონაწილეობდა პროპორციულ არჩევნებშიც. მინდა გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევების ფონზე. ჩვენი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, რომლებშიც დარწმუნებული ვიყავით, რომ მოგვცემდნენ ხმას, საარჩევნო უბნებზე მათი […]

შესაძლოა მოგეწონოთ