მანჩო გიორგობიანი ნინო ქათამაძეს – „ალასანია-სააკაშვილს მესამედ უნდა დააქცევინოთ ქვეყანა?!“

1,286 წაკითხვა

ნინო ქათამაძის მოწოდებაზე 8 ნოემბერს 3 საათზე მიტინგში მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ მანჩო გიორგობიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ნინო! ძალიან მიყვარხარ, იცი და რას აკეთებ ახლა? ძალიან უპასუხისმგებლო მოწოდებაა, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის გამო !.. გადატენილია საავადმყოფოები და უკვე ახალგაზრდებიც გვეღუპება , რადგან ფიზიკურად აღარ გვყოფნის მედ-პერსონალი და ამ დროს ხალხს ეძახი შესაკრებად? ისედაც , არჩევნების და ამდენი შეკრებების მერე გაორმაგდა ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა!..
და მერე კიდევ, სად ეძახი ხალხს? კაგებეშნიკი თემურ ალასანიას და გუბოზას დაგეგმილი რევოლუციის მოსაწყობად?!.
რა ნათელ მომავალზე ლაპარკობ? თემურ ალასანიამ ორჯერ მიიღო სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა და ორჯერვე დაგვაქცია და ჩაგვაბნელა! ჯერ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოქმედებდა , მერე შევარდნაძე გადააგდეს და მანიაკი სააკაშვილი დასვეს! მილიარდები იშოვა ამ ქვეყანაზე, სამაგიეროდ ტერიტორიები უფეშქაშა რუსეთს! საქართველოს ენერგო-სისტემაც ჩააბარა მიhამ, ალასანიამ და ბენდუქიძემ!.. სააკაშვილი ისე წავიდა, მანამდე გააქრო 6 მილიარდი გრანტი, 12 მილიარდი ვალი, 7 მილიარდი ბიზნესს აახია, გაყიდა ყველა სტრატეგიული ობიექტი.. 2012-ში ეკონომიკა და ხაზინა დატოვა 0-ზე, გაპარტახებული სოფლის მეურნეობა 0-ზე, ჯანდაცვა 0-ზე!..
სად და ვის დაძახილზე ეძახი ხალხს, არ ფიქრობ?!
ალასანია-სააკაშვილს მესამედ უნდა დააქცევინოთ ქვეყანა?!
ძალიან მიყვარხარ და დაფიქრდი , რას აკეთებ .“

Next Post

რუსთავში 30 წლის ქალი მე-4 სართულიდან გადახტა და გადარჩა

კვი ნოე 8 , 2020
1,286 წაკითხვასუიციდის მცდელობა რუსთავში, XIX მიკრორაიონში. „ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოხტა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული თავდაპირველად “კლინიკა რუსთავში”, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს. „იყო ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით, სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ ჩარევას. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე”, – განუცხადა „ინფო რუსთავს“ „კლინიკა […]