რუსთავში 30 წლის ქალი მე-4 სართულიდან გადახტა და გადარჩა

2,554 წაკითხვა

სუიციდის მცდელობა რუსთავში, XIX მიკრორაიონში.

„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული თავდაპირველად “კლინიკა რუსთავში”, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს.

„იყო ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით, სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ ჩარევას. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე”, – განუცხადა „ინფო რუსთავს“ „კლინიკა რუსთავი“-ს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.

ინფო რუსთავი

Next Post

„კარგი იქნება, თუ ქართული ოცნება გააცნობიერებს იმას, რომ მამაძაღლობის...“ - გია ხუხაშვილი

კვი ნოე 8 , 2020
2,554 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: კარგი იქნება, თუ ქართული ოცნება გააცნობიერებს იმას, რომ მამაძაღლობის გათვალისწინებითაც კი ამომრჩევლის მინიმუმ 52%-მა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა და გონორს მოუკლებს. თუ ეს ყველა ნაცია, მაშინ ნაცებს მოუგიათ და ეგ არის…