„რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული“ – ნუკრი ქანთარია

ნუკრი ქანთარია ცენტრალურ საარჩევნო  კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
„რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული. რადგან დაინახეს, რომ მშვიდობიანი პროტესტით ფონს ვერ გადიან, ახლა შეეცადნენ გაამწვავონ სიტუაცია, მიაღწიონ მსხვერპლს. როგორმე საზოგადოებას დაანახონ სისხლი, რაც მათი აზრით, აღაშფოთებს მოსახლეობას, გაზრდის საპროტესტო მუხტს.და უმართავ პროცესებს გამოიწვვს. ნაც.აქტივისტ კუპრავას მიერ ამ გეგმის გახმიანება – “600 პროტესტანტით ცესკოს ჰაერში ავწევთ”, ამ გეგმის მკაფიო დადასტურებაა. მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს, იმოქმედონ სრულიად კანონის შესაბამისად, მაგრამ ფრთხილად და არ წამოეგონ პროვოკაციებს. ასევე, ვთხოვ “ქართული ოცნების” უამრავ მომხრეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მოინდომონ კონფლიქტში ჩართვა. ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა. იმედია, ყველა დებოშიორი გონს დროზე მოეგება. სააკაშვილის ფანტაზიები ამ ქვეყანაში ვერ და არ ასრულდება“.
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *