„ნიკა გვარამიასგან წიხლი საწყენი არაა” – ამირან გამყრელიძე

1,143 წაკითხვა

რამდენად მიზანშეწონილია საპროტესტო აქციის დაშლა წყლის  ჭავლით კორონავირუსის პირობებში –  ამირან გამყრელიძის თქმით,  მის მიმართ ეს შეკითხვა პოლიტიკური ქვეტექსტით იყო დასმული, რაზეც პასუხის გაცემა არ ისურვა.

„ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მკითხეს ეს გუშინ და მერე „გაისეირნეს“ ჩემზე კარგად. ჩვენ, ექიმები, ვართ ჩართულები ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს. პანდემია არ ჩერდება  და ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ამიტომ პოლიტიკური პასაჟებითა და ქვეტექსტებით დასმული კითხვები….

გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ. გუშინ კითხვა დასმული იყო ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, არ გავეცი პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა, იცის ამ არხის დირექტორმა, არ ვეხები მე მას. ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ- ვიღაცისგან წიხლი არაა საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ, ასე შევუთვლი დღეს, საკმაო პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, განა არ შემიძლია პასუხი, მაგრამ დღეს ვარ აპოლიტიკური, არ ვერევი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობას რესპირაციული ვირუსების სეზონზე სიცივეც და წყალიც ხელს უშლის, ასევე  ხელს უშლის დიდი შეკრებებიც ყველაფერი ერთად აღებული.

რუსთავი 2

Next Post

„მე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი გეგმით მოქმედებას“ – ეკა ბესელია

ორშ ნოე 9 , 2020
1,143 წაკითხვამე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი გეგმით მოქმედებას”- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელიამ Multimedia.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. “მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენი პარტია არ არის ამ აქციის ორგანიზატორთა შორის, მე, პირადად მივედი ხალხთან სოლიდარობისთვის და პროტესტის გამოსახატად, ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად ყველა ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები. მე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი […]