„სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს..“ – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადება მან დაწერა:

„სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე.

ჯერ ერთი, სამსაათიანი მთავარი იწყებოდა და მოგვაწოდა ბატონმა ვაშაძემ საკუთარი განცხადება (უკაცრავად, თქვენ თუ არ მოგაწოდათ და ჩვენთვის მოწოდება უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა). და როგორც კი მომივიდა მესიჯად ეს განცხადება, სრულიად უცვლელად, სამს რომ 2 წუთი აკლდა, ჩავუგდე პროდიუსერს და დავდე საკუთარ ფბ გვერდზე.

მეორე, მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ“– წერს ნიკა გვარამია.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *