მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

1,049 წაკითხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეხმაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილის აღნიშნავს, ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება.

„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს:

„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, მანამდე სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

Next Post

„მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს“ - მერაბ მეტრეველი

სამ ნოე 10 , 2020
1,049 წაკითხვაჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მიმართვა ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს: „მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს; (განსაკუთრებით ინტელექტზე პრეტენზიის მქონე მომხრეებს): როდესაც გრიგოლ ვაშაძეს 2008 წლის ომის მერეც რუსეთის მოქალქეობა ვერ დაათმობინეს, ვიდრე თავად რუსებმა არ დაიწყეს ჩამორთმევის პროცედურა, მის მიმართ კითხვაც არ გაგიჩნდათ (თუნდაც ამ საქციელის მორალურობასთან დაკავშირებით) და ხმა არ ამოიღეთ როდესაც გითხრეს, გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს ქვეყნის მოღალატეს ეძახდა და ყველანაირ […]