„გაერთიანებული ოპოზიციის სიას ერთპიროვნულად ადგენდა ნაციონალური მოძრაობა“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მამუკა გამყრელიძე.
სიის შედგენაში რამდენიმე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. სააკაშვილიც იყო, პოლიტსაბჭოც იყო, მერაბიშვილიც იყო. ეტყობოდა კიდეც მერაბიშვილის ხელი იმ სიას.
ვერ გეტყვით, რომ ეს ერთპიროვნულად მიშამ ან ერთპიროვნულად ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რამდენიმე ადამიანი იყო და ეს მოხდა ძალიან ვიწრო წრეში. შედეგი კი ასეთი დადგა.
მინდა, რომ ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის მქონე საპრეზიდენტო არჩევნებზე, უამრავი ხალხი მოვიდა და გაცილებით მეტი ხმა მიიღო მაშინ ოპოზიციამ, ხოლო ბევრად უფრო მნიშვნელოვან არჩევნებზე ოპოზიციამ მიიღო 100 ათასით ნაკლები ხმა. აი, ეს არის შედეგი“ – აცხადებს გამყრელიძე.