გიორგი ლაღიძე – „პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანია“

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, არჩევნების შემდგომ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„აუცილებელი და მნიშვნელოვანია, პროტესტის გაგრძელება ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტია ძალიან დაზარალდა. ჩვენ, სრულიად სოლიდარული ვართ იმ ოპოზიციური სპექტრის, ვინც ქუჩაში ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ჩვენ ამ აქციებში არ ვმონაწილეობთ, თუმცა, ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, გავავრცელეთ შესაბამისი განცხადება, დავგმეთ ჩატარებული არჩევნები. ამასთან ერთად, ექვსი პოლიტიკური სუბიექტი ვგეგმავთ ცალკე საპროტესტო აქციების დაწყებას. ცალსახაა, რომ არსებულ სიტუაციას არავინ არ შეეგუება და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმას. ამასთან ერთად, გეტყვით, რომ ჩვენი ბრძოლა არ გასცდება კანონის ჩარჩოებს“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *