თაზო გორთამაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა

1,158 წაკითხვა

გუდაურში მომხდარი თაზო გორთამაშვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეყილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესების განმავლობაში შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, მაგრამ დაწრმუნებულები ვართ იმაში, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ გორის რაიონულ სასამართლოში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

იპნ

Next Post

„საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური, გერმანელ და ფრანგ კოლეგებს მალე ვაცნობებთ“ - სერგეი ლავროვი

პარ ნოე 13 , 2020
1,158 წაკითხვარუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვი საფრანგეთსა და გერმანიას საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სანქციებზე პასუხი რა თქმა უნდა, იქნება. ვინაიდან, ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციების მთავარი ინიციატორი გერმანია იყო, ვინაიდან ეს სანქციები უშუალოდ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე, ჩვენი საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური. ისინი უკვე მიღებულია, ამის შესახებ გერმანელ და […]

შესაძლოა მოგეწონოთ