„ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია“ – ჯაფარიძის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს

2,191 წაკითხვა

„გირჩი“- ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება, რომელმაც ჯარიდან თავის არიდების მიზნით მათ საქმიანობას ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მოკლე დროში უნდა გადაწყდეს.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო, 8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს, მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან“– პასუხობს ზურაბ ჯაფარიძე.

Next Post

„აი, რატომ არის იზორია და ზედ მიყოლებული სესიაშვილი ქვეყნის მოღალატე და გამყიდველი“

ხუთ სექ 5 , 2019
2,191 წაკითხვა ავიაცია, არტილერია, საზღვაო ფლოტი, სანჟინრო და დაზვერვა, ამ მიმართულებების გარშე ჯარი არაფერია, იზორიამ ეს ყველაფერი გაანადგურა და ბრძოლის უნაარო გახადა ჯარი, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია. მერე ვისაც კი ქვეყნის წინაშე დამსახურება ჰქონდათ, ვეტერანებს ვგულისხმობ, ერთი ხელის მოსმით გაყარა სამსახურებიდან. ამით დანარჩენ ჯარისკაცებს ის დაანახა რომ, რაც არ უნდა დამსახურება ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე, ისინიც ქუჩაში აღმოჩნდებიან ნებისმიერ დროს. პატრიოტული […]