„აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა“ – თენგიზ ცერცაძე ღია წერილს ავრცელებს

1,485 წაკითხვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს:

“ქალბატონო მანანა, რიგ საკითხებში ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ ჩემს გულწრფელ და ღრმა პატივისცემაში თქვენი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის მიმართ. ისიც კარგად მესმის, რომ ოპონირების დროს გადაჭარბებებიც მოსულა, მაგრამ დღეს თქვენს ფეისბუქ გვერდზე ისეთი რამ დაწერეთ, რაც ჩვენთან დამკვიდრებულ სტანდარტებშიც კი არ ჯდება. თქვენ ბრძანეთ „45 გარდაცვლილი (იგულისხმება COVID-19-ით პაციენტები, თ.ც.)“ 

სიკვდილობის %-ით ყველას გადავაჭარბეთ! რას ფიქრობს სახელმწიფო, სანამდე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ისედაც მცირერიცხოვან ერში!“.
ამას წინათ ერთ ჩემს კოლეგას შევახსენე სიტყვები, რომლებსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“.

მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ევროპის CDC-ის (ECDC), ჯანმო-ს და Worldometer -ის ოფიციალურ მონაცემებს ა.წ. 17 ნოემბრისთვის, რომ COVID-19-ის ყველა დადასტურებულ შემთხვევათა შორის (CFR) საქართველოზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი ევროპის 56 სახელმწიფოს შორის აქვს მხოლოდ სლოვაკეთს, ლიეტუვას და კიდევ რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს, ხოლო 46 (ორმოცდა ექვს) სახელმწიფოს სიკვდილობის საქართველოზე მაღალი პროცენტი აქვს.

რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“ ამის ჩვენი სახელმწიფოსთვის დაბრალება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ასეთ რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყანა შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება-რეკომენდაცია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-19-ით ავადმყოფები საავადმყოფოებში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო.
აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა”,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

Next Post

„ხანდახან რა რთულია პირში წყლის ჩაგუბება“ - ინგა გრიგოლია

ოთხ ნოე 18 , 2020
1,485 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „ღმერთოოოო, დავით აღმაშენებელო ხანდახან რა რთულია პირში წყლის ჩაგუბება. ერთხელ ჩავიგუბე, კინაღამ დამახრჩო, ვინანე. მეორედაც იგივე მომივიდა )))))))) ერთხელაც იხეთქებს ეს წყალი და ეგაა .”