„პირველად ვამბობ ამას ამ დონის საჯაროობით და გეტყვით, რომ მე ყოველ წელს არჩევნებზე, უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, გვარად ცააძე. ის არის ყოველ არჩევნებზე, უბანზე გამწარებული იმით, რომ ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.
„პირველად ვამბობ ამას ამ დონის საჯაროობით და გეტყვით, რომ მე ყოველ არჩევნებზე, უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, გვარად ცააძე. ის არის ყოველ არჩევნებზე, უბანზე გამწარებული იმით, რომ ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში. 21 ნოემბერსაც ალბათ ეს და სხვა ძალები იქნებიან გამწარებულები, რომ ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. ამაში რა არის გასაკვირი? არაფერი არ არის.
ისინი ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, დააჯერეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ დალაგებული გვაქვს, რომ ესენი ვერ მოვლენ და არ მოვუშვებთ ხელისუფლებაშიო და დაავიწყდათ, რომ არსებობს მთავარი – ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო.
ხალხმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული, ხალხმა თქვა, რომ „ოცნებას“ აქვს 40%-ზე ბევრად მეტი, ანუ საკმარისი ხმები მთავრობის შესადგენად. ის ილუზია, რომ ისინი ბრუნდებიან ხელისუფლებაში დარჩა ილუზიად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრაიმ ტაიმი