„იმ შეცდომას დღემდე ვიმკით“ – ჰამლეტ ჭიპაშვილი

1,707 წაკითხვა

„ორი წლის განმავლობაში სომხეთი ანტირუსული პროპაგანდის ბუდედ იქცა“ – აცხადებს „მედიაპრესთან“ პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, მისივე თქმით:

„გაჩნდა რუსული სამხედრო ბაზების საწინააღმდეგო ლოზუნგები. სკოლებში აიკრძალა რუსული ენის სწავლება. ერევანში გახშირდა ამერიკელი, ევროპელი, ნატოელი მაღალჩინოსნების პროვოკაციული ვიზიტები. მარტო აშშ-ს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ჯონ ბოლტონის ვიზიტი რად ღირს, რომელმაც ყოველმხრივი დახმარება დაჰპირდა სომხეთის ხელისუფლებას,  თუ ის ჩამოშორდებოდა რუსეთს.

პრაგმატულად მოაზროვნე სომხეთმა, დასავლური ვაქცინით გაბრუებულმა, დაკარგა ჩვეული სიფხიზლე, რეალობის შეგრძნება და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას ომი ამჯობინა, ცხადია დასავლეთის იმედით.

სამწუხაროდ, ყოველივე აღნიშნული ჩვენს უახლოეს წარსულს მაგონებს, ოღონდ ერთი განსხვავებით — დამარცხებით გაბრაზებული სომხები, სისტემატური მიტინგებით და ანტისამთავრობო გამოსვლებით მოითხოვენ პრემიერ ფაშინიანის გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ კი, 2008 წლის ომში დამარცხებული ხელისუფლება და პრეზიდენტი დავიცავით, დამარცხება, გამარჯვებად გამოვაცხადეთ და პარლამენტის წინ ცეკვა-თამაში მოვაწყვეთ. იმ შეცდომას დღემდე ვიმკით“.

Next Post

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ორშ ნოე 23 , 2020
1,707 წაკითხვამთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. “13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა […]

შესაძლოა მოგეწონოთ