![](https://mediapress.ge/wp-content/uploads/2019/11/5004-1.png)
ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:
გაუმართავი და პანდემიისთვის სრულიად მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემის გამო, საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულთა, არამედ სხვა დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
ჩემი მეგობრების პოსტებიდან შევიტყვე, რომ ჯოენის ბავშვთა კლინიკას, პანდემიიდან გამომდინარე სისხლის მარაგი ფაქტობრივად აღარ აქვს!
დონორების უმრავლესობა ან ინფიცირებულია ან კონტაქტია.
სულ რამდენიმე წუთის საქმეა, თუ მოვახერხებთ და მივალთ კლინიკაში სისხლის ჩასაბარებლად. კლინიკის მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 21.
დონორს არ უნდა ჰქონდეს ჰეპატიტი A ანუ ბოტკინი და ჰეპატიტი B გადატანილი; ბოლო 6 თვის მანძილზე არ უნდა იყოს ნამყოფი სტომატოლოგთან; არ უნდა ჰქონდეს დაბალი წნევა.
დავეხმაროთ ბავშვებს.