„მიშა მაინც არ ჩამოვა, დაიკიდეთ“ – ნინია კაკაბაძე

444 Views

ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც 15 ნოემბერს გამოაქვეყნა და ეხმიანება საპროტესტო აქციაზე, გიორგი ბარამიძის გამოსვლას:

„გადავახვიე ბარამიძის ბღავილი და მინდა ვთქვა: არავის უკვირს რომ მიტინგზე დადის ხალხი, რომელსაც მიშას ჩამოსვლა უნდა და საერთოდ იმიტომ მიდის იმ მიტინგზე, რომ იქნებ მიშა ჩამოვიდეს. მაგრამ დანარჩენმა ოპოზიციამ რომ დაიკიდოთ ეს მიშა არ გინდათ?

იმიტომ კი არა, რომ არაფერს წარმოადგენს და თქვენი ღირსი არ არის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაინც არ ჩამოვა, ტყუილად ლაპარაკობს და გაატარეთ რაა.

იყოს იძახოს ხვალ ჩამოვალ, ზეგ ჩამოვალ, ვერ ჩამოვალ, როცა დამიძახებთ მაშინ ჩამოვალ და ა.შ. თუ დაიკიდებთ ფასს დაუკარგავთ მის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის თემას და ამით ბიძინასაც ჩამოართმევთ იმ იარაღს, რომელსაც ბუა მიშას დაბრუნება-არ დაბრუნება ქვია.

უბრალოდ ადექით და არ მიაქციოთ ყურადღება. ჩამოვა? ჩამოვიდეს. არ ჩამოვა? ნუ ჩამოვა“- წერს ნინია კაკაბაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

როგორ უნდოდათ ქართველ „ამბალას“ და სომეხ „ფიქსას“ აფხაზებისგან სამოცი ქართველი მეომრის გადარჩენა

ორშ ნოე 30 , 2020
444 Viewsავტორი: ლალი ცერაძე ჩემს მიერ მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“ აფხაზეთის ბრძოლების ისტორისათვის. ამჯერად გთავაზობთ, ჩემი აზრით, საინტერესო ეპიზოდს გაგრის ბოლო დამცველების  შესახებ. ნაწყვეტს ინტერვიუდან ეროვნული გვარდიის ბატალიონ „ორბის“ მეთაურის მოადგილე, მაიორ მამუკა ნავდარაშვილთან. მამუკა როგორ დაიწყო თქვენთვის ომი? ძალიან ძნელია წარსულის გახსენება, იმ ბრძოლების და დაღუპული თანამებრძოლების გახსენება ძალიან მიჭირს და გული მტკივა. რამდენი სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი არ […]

mediapress.ge@gmail.com