ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

1,588 წაკითხვა

მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

ამასთან, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუკი სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაესწრება.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

Next Post

სროლა კლდიაშვილის 15-ში – 2 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

სამ დეკ 1 , 2020
1,588 წაკითხვადაჭრა თბილისში – კლდიაშვილის ქუჩაზე 15 ნომერში 2 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრას წინ ჩხუბი უძღოდა და მეზობლებმა გასროლის ხმაც გაიგეს.

შესაძლოა მოგეწონოთ