„ეს უკვე დანაშაულზე მეტია, ეს – ღალატია!“ – დემურ გიორხელიძე

1,740 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
კრიზისი აჩენს ყველა პრობლემას –
ყველა არასწორ გადაწყვეტილებას,
ყველა შეცდომას შეხედულებათა სისტემაში,
ყველა საკადრო შეცდომასა და დანაშაულს, –
ყველაფერს, რაც არასახელმწიფოებრივ
განწყობებს, შეხედულებებს, ბელადებსა და
ცხოვრების წესს ეხება!
ყველაფერს!
არ გინდათ დაინახოთ?!
დაინახავთ – სხვა გზა არ გაქვთ!
ყველაზე ცუდი ისაა, რომ კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფოში არ აღმოჩნდა ორგანო (სახელმწიფო ინსტიტუტი), რომელიც პასუხისმგებლობით მართავდა სიტუაციებს და ააცილებდა დანაკარგებს ქვეყანას და, ცხადია, უპირველესად – ხალხს.
უბედურება, რომელიც კივის და იძახის:
”მიშველეო!”
ამდენი არაკომპეტენტური,
ნულთან ახლო ინტელექტის მქონე,
პოლიტიკურად უსუსური და შემთხვევითი ადამიანი
ხელისუფლებაში არ შეიძლება –
კრიზისული სიტუაცია გეუბნება – არ შეიძლება!
ეს საშიშია!
მათ ეტყობათ – აზრზე არ არიან, რა პროცესი მიდის:
ყველაფერი გაჯერებულია ნეპოტიზმით, პირადი (”შკურნიო” – რუსები იტყვიან) ინტერესებით,
პარტიული ინტერესებითა და პროფესიული კრეტინიზმით!
ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს –
ჩიხში რომ არ შეიყვანოს სიტუაცია, რომელსაც დიდი დანაკარგები მოჰყვება, –
აუცილებელია ცვლილებები, რომლის მიზანია:
(ა) სიტუაციის გასწორება და არა ჩიხში შედენა,
(ბ) სათანადო ხალხის წინა პლანზე წამოწევა,
რომ საქმე აკეთონ და შედეგი დადონ.
პრიმიტივიზმი მართვაში და ყალბი გუნდურობა უტვინობის ნიშანია – აიღეთ ის რესურსი, რაც არის ქვეყანაში!..
რასაც ვხედავ და მესმის –
საქმიდან აცილების მწვერვალია.
მეტი შორს – უკვე დიდი დანაკარგებია!
ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზია ავრცელებს დანაშაულებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს პოლიციელების განადგურებისა და გადატრიალების შესახებ და ჩვენ რა ვქნათ, – ”შევშინდეთ” თუ დავიჭიროთ ვინმე? წესრიგი დავამყაროთ?
ეს უკვე დანაშაულზე მეტია!
ეს – ღალატია!

Next Post

„რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ..“ - პროკურატურა მიმოწერას ასაჯაროვებს

პარ დეკ 4 , 2020
1,740 წაკითხვასაქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. კერძოდ, საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმოწერას, რომლებიც, უწყების განმარტებით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ. „ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის […]