„რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ..“ – პროკურატურა მიმოწერას ასაჯაროვებს

940 წაკითხვა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

კერძოდ, საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმოწერას, რომლებიც, უწყების განმარტებით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.

„ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად,თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით ,რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული აკაკი კობალაძე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძეს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:

„ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“.

აკაკი კობალაძე გარდაცვლილ თედო გობეჯიშვილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე – „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თედო გობეჯიშვილისთვისთვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Next Post

„არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ“ - ხატია დეკანოიძე

პარ დეკ 4 , 2020
940 წაკითხვაპროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით 50 000 დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი დემონსტრაციულად კომისიის დატოვება მოსთხოვეს. გასაჯაროვებულ მინაწერებში ფიგურირებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც: „ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს – რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და […]