„ვუყურებ ახლა ეკრანს და ვფიქრობ..“ – თაკო ჩარკვიანი

1,625 წაკითხვა

თაკო ჩარკვიანის პოსტი ფეისბუქში:

ახლა ვუყურებ ტვ ეთერს, კობასადმი ( დავითაშვილისადმი)მიძღვნილი გადაცემაა -7 ნოემბერის ამბებთან დაკავშირებით, იხსენებენ იმ საზარელ ამბავს, როგორც მას მოექცნენ მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს ( მართლაც შემზარავი დანაშაული იყო) შემდეგ ,უკვე ამ ოცნების ხელისუფლების დროს მისი -კობას წერილი გამოქვეყნდა , სადაც ის ამბობს , რომ არც ერთი დავდამსხმელი დაკავებული არ არის და მუშაობენ ჩვეულებრივადო, მაშინ 7 ნოემბერს მახსოვს ( ყველას გვახსოვს) მაშინდელი პარლამენტის დავმჯდომარის “გამაოგნებელი” სიტყვა, რომელიც იმ 7 ნოემბრის დარბევას ამართლებდა, ( “სახელმწიფომ თავი დაიცვაო- სწორეად მოიქცაო”) არადა სააკაშვილი სწორედ იმ 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ გადადგა, ( და ეს სწორი საქციელი იყო ) თუმცა ახლა ყველა -მისი ყოფილი მეგობარი და მშინდელი მაღალი თანამდებობის პირი ( ყველას ეხება, ვისაც რაიმე გადწყვეტილების მიღება შეეძლო უმაღლეს თანამდებობაზე) მას -სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას მხოლოდ ( ჩვენ არა , ცუდი რაც იყო მიშასი იყო, კარგი რაც იყო ჩვენიო) იმის თქმა მინდა , რომ ადამიანები ,პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ (ყოფილებიც და მოსასვლელებიც) ყოველთვის, რადგან ყველაფერი წინ დახვდება ადამიანს- პოლიტიკოსს ყოველთვის ანუ “იმას” ვინც ეს გააკეთა, შემდეგ ვინც გაამართლა დარბევა, ( საკუთარი ხალხის დარბევა არ შეიძლება) ხოლო მოგვიანებით კი,თავად რომ დაარბიეს გააპროტესტა, სააკაშვილს რომელმაც უდიდესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები ააშენა , მართლა “კერასინკიდან” -ნავთქურიდან ჩაბარებული ქვეყანა სახელმწიფოს დაამსგავსა, მასაც კი არ აპატია ხალხმა დანაშაულებები სამართლებრივ სისტემაში და არჩევნების გზით დაემშვიდობა და პრეზიდენტი წავიდა( და სწორედ მოიქცა) ამას იმიტომ ვამბობ , რომ ყველამ უნდა დაიმახსოვროს კარგად , რომ პოლიტიკური “გულმავიწყობა-სკლეროზი” ხალხს არ სჭირს არა!!! დიახ, დიდი სახემწიფოებრივი შენება მიმდინარეობდა სააკაშვილის დროს, ამავე დროს დიდი (სამართლებრივ სისტემაში ) შეცდომებით- დანაშაულებებით და ეს შეცდომები ცხადია სიამოვნებით გამოიყენა “ მეზობელმა რუსეთმა”, თან პოლიტიკური “ მონა მეგობრები- გარემოცვა” ხომ არ ელევა ჩვენთან ,არც ერთ ჩვენს პრეზიდენტს , ამიტომ ვუყურებ ახლა ეკრანს და ვფიქრობ: ასე ხელს , ყოფილ პრეზიდენტზე ვერ “ შეიწმინდავს” ვერც ერთი მაშინდელი ,უმაღლესი თანამდებობის პირი ვერა, არ გამოვა ეგ ამბავი, რადგან ესე იგი რა გამოდის: გამოდის ის ,რომ მაშინდელი ყველა -უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი უვარგისი ყოფილა პოლიტიკისთვის, რადგან თუ მხოლოდ სააკაშვილის ბრძანებებს ასრულებდნენ მონური მორჩილებით, ( ნუ შეასრულებდნენ ბატონო ) არადა სიმართლე , ცოტა სხვა რამ არის ვფიქრობ, თავად იმ -ვითომ მეგობარ “გარემოცვას” ( ყველას არა ცხადია)ხომ არ აწყობდა ნეტავ ,წარმატებული ახალგაზრდა პრეზიდენტის საბედისწერო შეცდომები, რომელსაც ხალხი არ აპატიებდა და ასეც მოხდა!!! რა ვიცი აბა , რაც დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები! მოკლედ წასულებმაც , მოქმედმაც და მოსასვლელმა ხელისუფლებამ -ყველამ უნდა იცოდეს , რომ კანონი და სამართალი – უეჭველად “პურს ჭამს”! ნათელში იყოს კობა დავითაშვილი!

Next Post

ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილი ამხილა (ვიდეო)

პარ დეკ 4 , 2020
1,625 წაკითხვა „ქართული ოცნებიდან“ და საპარლამენტო უმრავლესობიდან განშორებისთანავე ზვიად ძიძიგური, ბიძინა ივანიშვილზე უკვე ღიად ალაპარაკდა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ან არ ბედავდა. გია გაჩეჩილაძის გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ მან თქვა, რომ ხელისუფლებას, რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებული არიან როგორც მთავრობის, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მისივე თქმით, ბიზნესის  ცალკეული სეგმენტიც მის წინაშეა ანგარიშვალდებული. „როგორი ვითარება გვაქვს რეალურად: […]

შესაძლოა მოგეწონოთ