ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილი ამხილა (ვიდეო)

4,148 წაკითხვა

„ქართული ოცნებიდან“ და საპარლამენტო უმრავლესობიდან განშორებისთანავე ზვიად ძიძიგური, ბიძინა ივანიშვილზე უკვე ღიად ალაპარაკდა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ან არ ბედავდა. გია გაჩეჩილაძის გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ მან თქვა, რომ ხელისუფლებას, რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებული არიან როგორც მთავრობის, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მისივე თქმით, ბიზნესის  ცალკეული სეგმენტიც მის წინაშეა ანგარიშვალდებული.

„როგორი ვითარება გვაქვს რეალურად: პარლამენტი და მისი ყველა წევრი (ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას) ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მთავრობა და მისი ყველა მინისტრი ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის – რა გამოვიდა? აბა 30 წელი რაში გაატარა ამ ქვეყანამ? 

პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია. ეს ხდება მაშინ, როცა ყველა არჩევნებში იძახი, “მიშა მოდის, მიშა მოდის” იღებ ამხელა ძალაუფლებას და ხდება ასეთი მმართველობა, როგორიც არის დღეს, მე ასეთი მმართველობა არ მახსოვს.

ბიძინა ივანიშვილის ტექსტებს და ნააზრევს გველაპარაკებიან სხვა პირები, დისტანციური მმართველობა მივიღეთ“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „უცნობი“- ს გადაცემაში„უცნობის კიდობანი“.

Next Post

„ეს კარგად ახსოვდეს ყველა გამყიდველსა და მოღალატეს“ - გიორგი ლაღიძე

პარ დეკ 4 , 2020
4,148 წაკითხვაგიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში: ერთ-ერთი პირველი მე გახლდით რომელიც დავით -გარეჯის აზერბაიჯანისადმი გადაცემის ფაქტს აპროტესტებდა და მომავალშიც ასე იქნება სანამ ჩვენი ძირძველი მიწა და სიწმინდეები დედა სამშობლო საქართველოს არ დაუბრუნდება, ჩემის აზრით გარეჯის დაკარგვაში სულ მინიმუმ წინა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებრივი გულგრილობა და უუნარობა იკვეთება, ასევე სერიოზულ გაოცებას იწვევს ის ფაქტი,თუ რატომ ტეხს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ივერი მელაშვილის […]