გიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში:
ერთ-ერთი პირველი მე გახლდით რომელიც დავით -გარეჯის აზერბაიჯანისადმი გადაცემის ფაქტს აპროტესტებდა და მომავალშიც ასე იქნება სანამ ჩვენი ძირძველი მიწა და სიწმინდეები დედა სამშობლო საქართველოს არ დაუბრუნდება, ჩემის აზრით გარეჯის დაკარგვაში სულ მინიმუმ წინა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებრივი გულგრილობა და უუნარობა იკვეთება, ასევე სერიოზულ გაოცებას იწვევს ის ფაქტი,თუ რატომ ტეხს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტზე ისტერიკას, მაშინ როდესაც ლოგიკურად მათ არ უნდა იცოდნენ თუ ბრალდებას საქმეში რა მტკიცებულებები აქვს,მოკლედ ნებსით თუ უნებლიეთ ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება თავისი უუნარობით ,,აპრავებს” დავით-გარეჯის აზერბაიჯანისათვის გადაცემის ფაქტს, რასაც საქართველოს მოსახლეობა არავის არ აპატიებს ეს კარგად ახსოვდეს ყველა გამყიდველსა და მოღალატეს.