„ბავშვებს სახლში იტყუებდა, მანქანით თბილისის ზღვაზე აჰყავდა და…” – პედოფილიის საქმე

1,963 წაკითხვა

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში სამართალდამცველებმა 40 წლის გ.გ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააპატიმრეს.

პრაიმტაიმთან“ დაზარალებული ბავშვის დედა დუმილს არღვევს და ამ საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს:

ა.რ – დაზარალებული ბავშვის დედა:

-მაგ კაცის შვილი ჩემი შვილის მეგობარი იყო. მათმა საერთო მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეო, რამაც ძალიან შემაშფოთა. მანქანაში იყო გადაღებული ეს ვიდეო, რომელსაც თავად კაცი იღებდა. ჩანაწერში ჩანს სიგარეტის კვამლი, ლუდის ბაკლები და შემდეგ ერთი გოგო მეორეს უჯდება კალთაში… ამ კაცის ხმა ისმის – აბა დაიწყეთო.

-ეს ვიდეო, როგორ მოხვდა თქვენი შვილის მეგობართან, რომელმაც შემდეგ თქვენ გამოგიგზავნათ?

-როდესაც ჩემი შვილი დაიკარგა და ვეძებდით, აღმოჩნდა, რომ ამ კაცის შვილთან, მის მეგობართან იყო წასული. როგორც ჩანს, ეს მანიაკი თავის არასრულწლოვან შვილებს იყენებდა იმისთვის, რომ სახლში სხვა ბავშვები, მათი მეგობრები მიეტყუებინა. როდესაც ჩემი შვილი დავაბრუნეთ სახლში, ამის შემდეგ მისმა სხვა მეგობრმა მომწერა, რომ ბავშვი იქ აღარასოდეს არ წასულიყო. როდესაც დავინტერესდი მიზეზით, გამომიგზავნა ეს ვიდეო. მითხრა, რომ მათი მეგობრის მამამ გაუგზავნა პირადად და მიწერა, რომ სურდა ისიც აქ ყოფილიყო, კარგად გავერთობოდით ერთადო.

აღმოჩნდა ვოისები, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. გაირკვა, რომ იმ სახლში სამი არასრულწლოვანი მიდიოდა ხოლმე ხშირად, ხან მოტყუებით, ხან ისე მეგობართან რომ წავა ბავშვი. რამოდენიმე დღეც კი რჩებოდნენ ეს ბავშვები იქ. თვითონ მეუღლესთან გაშორებულია და სამი არასრულწლოვანი შვილი, გოგონები მასთან ცხოვრობდნენ. მათმა დედამ, როგორც ჩანს იცოდა ყოფილი ქმრის გადახრების შესახებ, მაგრამ არ რეაგირებდა. შოკში ჩავვარდი ეს რომ აღიარა ჩემთან საუბარში. მე არაფერი შემეძლოო – მითხრა. მას ახლა სხვა ოჯახი ჰყავს.

ამას მკერდი არა აქვს, ფიცარივით არისო – მსგავსი შინაარსის ვოისებს უგზავნიდა შვილების მეგობრებს. ერთ-ერთმა ბავშვმა აღიარა, რომ მკერდზე ჰკიდებდა ხოლმე ხელს, მეორეს ფიზიკურად გაუსწორდა – ყელში მოკიდა ხელი. თავის შვილს რკინის ჯოხს ურტყამდა და ამ დროს მის მეგობარს ტირილი დაუწყია, ამის გამო, მასაც ყელში სწვდა.

კიდევ ბევრი ამბავი ამოტივტივდება. არსებობს კიდევ ერთი ბავშვი, რომელთან დაკავშირებითაც უფრო მძიმე ეჭვებია. ეს ბავშვი ხშირად დაჰყავდა თავისი მანქანით ზღვაზე.

-ამჟამად, მისი შვილები სად არიან?

-დედასთან გადაიყვანეს ბავშვები. ამ ქალს ველაპარაკე და მისმა მონათხრობმა კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო. 9 წლის შვილმა უამბო, რომ მისმა ქმარმა მეორე შვილს საცვალში ჩაუყო ხელი. ვკითხე – ეს თუ იცოდი, ჩუმად, რატომ იყავი, რატომ არ რეაგირებდითქო. მე არაფერი შემეძლოო. ახლა ყველაფრით დაგეხმარებით, თუ პოლიციაშია საქმეო. როგორც ვიცი, უკვე დაკითხეს კიდეც.

Next Post

„თუ რამე მომივა, არც 7 ნოემბერს, არც სააკაშვილს და ქოცებსაც კი არ დააბრალოთ” – 7 ნოემბრის აქციის მონაწილის წერილი

შაბ დეკ 5 , 2020
1,963 წაკითხვაემიგრანტი, ნანუკა ბორჩხაძე, სოციალურ ქსელში, წერს: “7 ნოემბერს მამაჩემთან ერთად ვიყავი აქციაზე. მამაჩემს ოცი წლით ადრე გულის საკმაოდ რთული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. მე, გერმანიიდან 3 დღის ჩამოსული ადამიანი, რომელიც ბაშვობიდან თავს ევროპელად მივიჩნევდი, ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაქციას ველოდი ჩემი კონსტიტუციური უფლების – მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაზე. 2 ნოემბრის აქციას, ბონში, მეგობრის სატელიტური ანტენის საშუალებით ვადევნებდი თვალს და მიმაჩნდა, რომ საარჩრვნო სისტემა […]