„თუ რამე მომივა, არც 7 ნოემბერს, არც სააკაშვილს და ქოცებსაც კი არ დააბრალოთ” – 7 ნოემბრის აქციის მონაწილის წერილი

1,455 წაკითხვა

ემიგრანტი, ნანუკა ბორჩხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“7 ნოემბერს მამაჩემთან ერთად ვიყავი აქციაზე. მამაჩემს ოცი წლით ადრე გულის საკმაოდ რთული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. მე, გერმანიიდან 3 დღის ჩამოსული ადამიანი, რომელიც ბაშვობიდან თავს ევროპელად მივიჩნევდი, ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაქციას ველოდი ჩემი კონსტიტუციური უფლების – მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაზე. 2 ნოემბრის აქციას, ბონში, მეგობრის სატელიტური ანტენის საშუალებით ვადევნებდი თვალს და მიმაჩნდა, რომ საარჩრვნო სისტემა (!) საქართველოში აუცილებლად შესაცვლელი იყო. ასევე დარმუნებული ვიყავი იმაშიც, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არ იქნა ჯეროვნად გამოძიებული და ამ საზიზღარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი არ დაუკავებიათ და არ მიუციათ პასუხისგებაში.

არავითარი სხვა მიზანი ან მიზეზი, სხვა მნიშვნელოვანი პრეტენზია მაშინდელ ხელისუფლებასთან არ მქონია.

ხელისუფლების პასუხი უკვე მინავლებულ და ჩამქრალ პროტესტზე იყო სრულიად არაადეკვატური და პათოლოგიური.

ის ისტერიკა, რომელიც ტელეეთერიდან ისმოდა, იყო სრულიად შეუსაბამო იმასთან, რაც გარეთ ხდებოდა. ჩემს ფსიქიკაზე, ემოციურ მდგომარეობაზე საშინლად იმოქმედა ყველაფერმა, რაც იმ დღეს მოხდა. დარბევისას, რამდენიმე წუთის განმავლობაში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერც მე და ვერც გულის უკმარისობის მქონე მამაჩემი ამ დღეს ცოცხლები ვერ გადავურჩებოდით.

ჰოდა, რისითქმა მინდა ამ პოსტით და რატომ გავიხსენე ეს ამბავი – არ მჯერა, რომ ჯანმრთელობის ყველა პრობლემა, რომელიც მე ან მამაჩემს იმ დღის მერე შეგვქმნია (8 თვის თავზე იშემიური ინსულტი ჰქონდა,რომლისგანაც სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა მთელი 10 წლით), მათ შორის, სახსრების მწვავე, რეაქტიული ანთება, 2008 წელს რომ დამემართა, – იმ დღის, იმ სტრესის, გაზის, პარლამენტის 3 თუ 4 მეტრიანი ჭიშკრის თავზე გადახტომის გამო შეგვექმნა.

არც ის მჯერა, რომ სისტემური და გენეტიკური დაავადება, რომელმაც კობა დავითაშვილს ასე ტრაგიკულად მოუსწრაფა სიცოცხლე, მიშა სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილებითაა გამოწვეული. არც ის მჯერა, რომ მიშამ ან დავითაშვილის, ან გელაშვილის საცემრად პირადად გაგზავნა ვინმე და ზოგადად, მომაკვდინებელ ცოდვად მიმაჩნია ადამიანისთვის მკვლელობის დაბრალება.

გული ამირია თინა ხიდაშელის “ემოციურმა” ჩართვამ ერთ გადაცემაში და არ შემეძლო, ეს არ დამეწერა.

მე თუ რამე მომივა, ძალიან გთხოვთ, არც 7 ნოემბერს, არც მიშა სააკაშვილს და ქოცებსაც კი არ დააბრალოთ, ვისი წყალობითაც 6 წელია, შვილებისგან და ოჯახისგან 15000 კილომეტრის დაშორებით, ყოველდღიურ სტრესში ვარ. გმადლობთ.”

Next Post

რა უნდა იცოდეთ 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით – პასუხი ყველა კითხვაზე

შაბ დეკ 5 , 2020
1,455 წაკითხვადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს: ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია? ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ: – დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო […]