„მე მომხრე ვიყავი, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაგრამ რადგან ასეთ პრინციპულობას იჩენენ, სჯობს ახლა ერთად იყვნენ და მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის. შევარდნაძე სწორედ ადგილობრივ არჩევნებში დაამარცხა ოპოზიციამ და აქედან დაიწყო “ვარდების რევოლუცია”, ეს კი ყველას რატომღაც ავიწყდება” – აცხადებს “რეზონანსთან” პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას. ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიცია პირობებს არ ცვლის, პარლამენტში არ შედის და ალტერნატიული პარლამენტის შექმნას აანონსებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პოზიციას შეიცვლის და შევა პარლამენტში“, – წერს გაზეთი.
„აქედან დაიწყო “ვარდების რევოლუცია”, ეს კი ყველას რატომღაც ავიწყდება” – პაატა ზაქარეიშვილი
4,224 წაკითხვა