„ბავშვივით ტიროდა, ცოლთან ყოფნა უნდოდა“ – ექიმისა და კოვიდინფიცირებული პაციენტის ემოციური ფოტო

972 წაკითხვა

ჰიუსტონის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის დირექტორი იოსეფ ვერონი სოციალურ ქსელში პანდემიის პირობებში რთულ მუშაობაზე წერს და ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ასახულია მოხუცი პაციენტი, რომელსაც ექიმი ანუგეშებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისი-ზე” ვრცელდება.

ექიმი 80 წლამდე პაციენტის მდგომარეობაზე ჰყვება, რომელსაც სახლში დაბრუნება და თავის მეუღლესთან ყოფნა სურდა.

„დავინახე 80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც პატარა ბავშვივით ტიროდა. შევეკითხე, რა ხდებოდა. მიპასუხა, რომ თავის ცოლთან ერთად ყოფნა უნდოდა. ვფიქრობდი ამ კაცზე და ვფიქრობდი, თუ რამდენჯერ მინახავს მსგავს სიტუაციაში პაციენტები, რომლებიც ძალიან მარტოსულები და იზოლირებულები არიან. ამის გამოსწორება ძალიან რთულია. არ მაქვს იმის საშუალება, რომ გამოვასწორო ეს. როდესაც მოხუცი ხარ, როცა მიჩვეული ხარ, მაგალითად შენ ცოლთან ერთად ყოფნას და ვიღაც კოვიდსექციაში მოგათავსებს, სადაც არანაირი კონტაქტი არ გაქვს გარე სამყაროსთან, სადაც არავის შეუძლია მოგაკითხოს და მოგინახულოს… ვხედავდი როგორ გრძნობდა თავს ეს კაცი. პირადად მეც, ძალიან სევდიანი ვიყავი,“ – ამბობს ექიმი.

Next Post

„ვრცლად დავწერ, რატომ მეპარება ეჭვი, რომ...“ – მერაბ მეტრეველი

კვი დეკ 6 , 2020
972 წაკითხვამერაბ მეტრეველის შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე: “ცოტა ვრცლად დავწერ, რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს: არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და დარღვევებს შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა […]

შესაძლოა მოგეწონოთ