„ეს იყო მკვლელობა, უბრალოდ დროში გაიწელა“ – გოგა ხაინდრავა

1,989 წაკითხვა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა პოლიტიკოს კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ის დეპუტატის ცემას მკვლელობის მცდელობას უწოდებს და კითხვას სვამს, იზიარებენ თუ არა ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიები მომხდარზე პასუხისმგებლობას.

​„იმ პასუხისმგებლობას იზიარებენ კობა დავითაშვილის მკვლელობაზე, ვინც იმ ფანჩატურში ბოკერიასთან და უგულავასთან სხედან? იმიტომ რომ ბოკერია და უგულავა თანამონაწილეები არიან კობა დავითაშვილის მკვლელობის. ეს იყო მკვლელობა, უბრალოდ დროში გაიწელა“, – აღნიშნავს რეჟისორი.

კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში 2 დეკემბერს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილს დაავადება 2017 წელს დაუდგინდა.

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს წევრი იყო. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან 2013 წელს შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, რომელშიც კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა.

Next Post

„ვწუხვარ კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო“ - სალომე სამადაშვილი

კვი დეკ 6 , 2020
1,989 წაკითხვანაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გაიხსენა დრო, როდესაც მას პირველად შეხვდა. „ვწუხვარ კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. ამერიკაში სტუდენტობის დროს გავიცანი. ტრენინგზე იყო ჩამოსული. მახსოვს, ბავშვივით გაეხარდა, მთავრობის ხელმძღვანელის როლი როდესაც შესთავაზეს ანტიკორუფციულ ტრეინინგზე. მერე მთხოვა, ე. წ. „რობინ ჰუდის“ კანონების მოძიებაში დავხმარებოდი-კორუფციასთან ბრძოლა იყო მისი მთავარი ინტერესი, 90-იანი წლების შავბნელ საქართველოში. წინააღმდეგობრივი, […]