ბოძი მოგლიჯა და მანქანას დაეცა ზევიდან – 22 წლის გოგო ადგილზევე დაიღუპა

1,341 წაკითხვა

კახეთის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა და შემთხვევის შედეგად ადგილზე, ამავე ავტომანქანის მძღოლი, 22 წლის გოგო დაიღუპა. გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ მძღოლი მანქანას სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მართავდა.

“მე კარანტინში ვარ. მომხდარი ავარიის შესახებ მეგობრებმა მითხრეს, ფოტოებიც გამომიგზავნეს. ვინც დაიღუპა არის ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარი. საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ავარიას გვერდზე აუარა და გააჩერა, ნახა, რომ მანქანაში ჩვენი ჯგუფელი იყო და ადგილზევე გარდაიცვალა.  22 წლის იყო.

ეს გოგო მიდიოდა დიდი სიჩქარით და რადგანაც ნაწვიმარი იყო საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ბეტონით აშენებულ ბოძს. ეს ბოძი არის შემდეგ გადმოყირავებული და მანქანას დაეცა ზევიდან”, – განუცხადა “მთავარს” კარინა შონიამ.

Next Post

„ეს კარგი არ არის" - რატომ მოიხადა ბოდიში ცერცვაძემ პირდაპირ ეთერში(ვიდეო)

კვი დეკ 6 , 2020
1,341 წაკითხვა