„არ შემიძლია სხვაგვარად ვუპასუხო იმ ყიამყრალობას, რაც ამბიონიდან მოვისმინე“ – მიშა სესიაშვილი

1,295 წაკითხვა

„მთავარი არხი“ – ს ჟურნალისტ მიშა სესიაშვილის პასუხი მამა შალვა კეკელიას, რომელსაც არხის დირექტორისა და ჟურნალისტების წყევლაში სდებენ ბრალს.

„რადგან გუშინ მთელი დღე იმ შვილებით ვიყავი დაკავებული, ვისი არ გახარებითაც დამწყევლეთ, ახლა და აქ გიპასუხებთ. მომიტევებია!

როგორც ადამიანს, როგორც მამას, როგორც ქრისტიანს – მე არ შემიძლია სხვაგვარად ვუპასუხო იმ ყიამყრალობას, რაც ჩემდა სამწუხაროდ ამბიონიდან მოვისმინე.

მომიტევებია! მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჩემი ღმერთი სახედრით დადიოდა, ძაძებს იცვამდა და ყველა უყვარდა, ყველას შანსს აძლევდა – ავაზაკსაც, მეძავსაც და ტირანიის მსახურთაც.

ჯვარს აცვეს, აწამეს, სდევნიდნენ და დასცინოდნენ – და მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ ერთხელ, განრისხდა იესო, და მხოლოდ ერთი რამ ვერ აპატია ადამიანებს,  როცა უფლის სახლში, უფლის სახელით გაჩაღებული აღებ-მიცემობა ნახა, როცა ნახა, რომ ფარისევლები თავის ხორციელ ვნებებსა და მომხვეჭველობას ღმერთზე, სიყვარულზე და ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებდნენ მე მომიტევებია და ვილოცებ, რომ ღმერთმაც შეგინდოთ“- წერს მიშა სესიაშვილი.

Next Post

პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს

ორშ დეკ 7 , 2020
1,295 წაკითხვაპრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა. პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს. სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, პირი მსგავს დანაშაულში წარსულში ნასამართლევია. […]