ახალი გირჩი – რას გეგმავს ზურა ჯაფარიძე

1,108 წაკითხვა

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი და ხვიჩიას, მეგრელიშვილის, რაქვიაშვილის გზები გაიყო.

„გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე შევთავაზე მათ, მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ ბაბლში ხმის მიცემა ყოფილიყო ან GeD-ების სისტემით, რომელიც ჩვენი შექმნილია. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს“, – აცხადებს ჯაფარიძემ.

ის თანაგუნდელებთან დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ გირჩის წარმატებამ პრობლემები გააორმაგა.

Next Post

10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის სიღნაღში მამაკაცი დააკავეს

ორშ დეკ 7 , 2020
1,108 წაკითხვასიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველები ახალგაზრდა კაცს მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედევებიან. ბავშვის ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ