რითია უკმაყოფილო ივანიშვილი?

1,870 წაკითხვა

მართალია, მოქმედი ხელისუფლება ახალ პარლამენტში კვლავ უმრავლესობით მოვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა. მას ჰპირდებოდნენ, რომ „ოცნების“ შედეგი 58-დან 60%-მდე იქნებოდა და 10%-იანი ცდომილება იმას ნიშნავს, რომ გუნდის ლიდერები რეალობისგან საკმაოდ დაშორებული არიან. თანაც, ეს არჩევნები ყველაზე ძვირი დაჯდა და მართლია, პარტიული შემოწირულობა არ იყო მცირე, როგორც გვეუბნებიან, საკუთარი ფულის დახარჯვა ივანიშვილს კვლავ მოუხდა და მთავარი აქცენტიც ამაზე გააკეთა.

ანუ, მისი გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ ხელისუფლებაში რვაწლიანი ყოფნის შემდეგ, გუნდმა ვერ მახერხა და მთელი რესურსის მობილიზების მიუხედავად, რეალურად, ხმების ნახევარიც ვერ აიღო. ამის გამო გუნდის ლიდერებს კარგად მოხვდათ და სწორედ ეს არჩევნები ითამაშებს დიდ როლს 2021 წლის კანდიდატების დაკომპლექტებაში.

როგორც ამბობენ, გუნდის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ანზორ ბოლქვაძის პირველივე ტურში ვერმოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა. როგორც წესი, ბოლქვაძე ყოველთვის უპრობლემოდ იგებდა, თუმცა ამჯერად ნათესავი ჩაუსვეს და სანათესაოს ხმებიც გაიყო. სამაგიეროდ, კახა ოქრიაშვილის დამარცხებას შეხვდნენ აპლოდისმენტებით „ოცნებაში“ და თუ გახსოვთ, ამ ოლქზე მხოლოდ „ალია“ წერდა, რომ მეორე ტური არცერთ ვარიანტში არ იქნებოდა.

ანი დვალიშვილი, ალია

Next Post

„რის შესვლა?! რა შესვლა? ივანიშვილის მოსამსახურედ? - თაკო ჩარკვიანი

ორშ დეკ 7 , 2020
1,870 წაკითხვათაკო ჩარკვიანი ფეისბუქში წერს: „რის შესვლა?! რა შესვლა?! სად და ვისთან და რისთვის? გამყალბებელი და დამნაშავე როგორ ბედავს პირობების დაყენებას?! არჩევნები რომ გაყალბდა, ხომ შევთანხმდით ამაზე და პროკურატურაში შევიტანეთ სარჩელი ასევე „საოლქოებში“ ანუ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი და გაყალბებულ პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე ანუ გამყალბებელს და სახელმწიფოს მიმტაცებელს „გაუპრავო“ დანაშაული? ანუ არასამართლებრივ მოქმედებაში შევყვეთ უზურპატორს, ესეიგი თავად ის იპოზიციონერი […]