მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის

1,162 წაკითხვა

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს იკრიბება.

ipn.ge

Next Post

„რა უგუნურება შეგეყარათ, რატომ დაეცით ასე!“ - მაია ნიკოლეიშვილი

სამ დეკ 8 , 2020
1,162 წაკითხვადამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის წერილი ქართულ მედიცინაზე, სპეციალისტებსა და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვებებზე: „გადავიკითხე, მე თვითონ გამიკვირდა; ამხელა პოსტი არასოდეს დამიწერია, მაგრამ… ქართულ მედიცინას საინტერესო ისტორია აქვს, მედეასგან იწყება… საბჭოთა მედიცინაზე ხანდახან ხუმრობდნენ, ასეთი მედიცინა უცხოეთშიც უფასოაო, არადა, არ იყო ასე; სამედიცინო მეცნიერების ბევრი დარგი მუდმივად წინ იწევდა, დაავადებების პრევენციას, პროფილაქტიკური მედიცინას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სკოლებში ფლუოროგრაფიის […]