„ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და შემდეგ გამოშვებაში ნახავთ“ – ნიკა გვარამია

1,209 წაკითხვა

ნიკა გვარამიას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან, 7 ადამიანი აპირებს პარლამენტში შესვლას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება.

„ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.

არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერთდროულად და იდენტური „ქართული ოცნებიდან“და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდნ აპირებს პარლამენტში შესვლას და ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას, გვეყო, რაც (შეცდომით) ვმალეთ შიდაოპოზიციური და ოცნებასთან მოლაპარაკებების დეტალები თითქმის ერთი თვე. ჩვენ სახალხო მედია ვართ და ვმუშაობთ ხალხისთვის და არა ვიღაცის ნამუსის შესანახად.

მოკლედ, შვიდივესთან ვამოწმებთ ინფორმაციას და შემდეგ გამოშვებაში ჩამოვთვლით შვიდივეს და მათ პასუხებს: „არ შევდივარ“ ან „ამიტომ და ამიტომ შევდივარ“, ან „კომენტარი არ გააკეთა“, რაც ასევე პასუხია.

არაა საჭირო დამუნათება, ნამუსზე შეგდება და ისტერიკები. არ მუშაობს“, – წერს ნიკა გვარამია.

Next Post

„ნუგახდებიკონააბაზი – ეს ფრაზა ერთ პერსონაჟს ძალიან მოეწონა“ – გია ხუხაშვილი

სამ დეკ 8 , 2020
1,209 წაკითხვაპოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ოპოზიციას აქვს ერთადერთი აქტივი, რაც პრობლემატურია ხელისუფლისთვის – ერთიანობა. ამ აქტივის გარეშე, მისთვის შესულების და არშესულების ფასია „კონა აბაზი“. ეს ფრაზა თავის დროზე მე გამოვიყენე ერთ-ერთ პერსონაჟთან დაკავშირებით, რაც ძალიან მოეწონა.

შესაძლოა მოგეწონოთ