1,654 წაკითხვა
„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს მიმართავს:
„ბატონო Giorgi Vashadze
რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ ბინძურ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!!
უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!!
მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!!
ძალიან სირცხვილია.“