ნატალია ილიჩოვა ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვს

1,891 წაკითხვა

კარტოგრაფების საქმე – დაკავებული ნატალია ილიჩოვა თვლის, ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა გამოიკითხოს.
ილიჩოვა უფლებადამცველებმა დღეს მოინახულეს და საქმის მასალები გააცნეს.

კარტოგრაფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს:

„უფრო მეტად გააძლიერა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როდესაც მან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან, თავდებობასთან დაკავშირებით, მან დაინახა, რომ სასამართლო სრულად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ, უნდა გამოიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ყველანაირად თავს არიდებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უშუალოდ ივანიშვილის მონაწილეობაც ამ საქმეში” – ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე

ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Next Post

„რუსეთის ჩანაცვლება ამერიკით! არ შეიძლება!“ - დავით ბერძენიშვილი

სამ დეკ 8 , 2020
1,891 წაკითხვადავით ბერძენიშვილმა ფეისბუქში დაწერა: „რუსეთის ჩანაცვლება ამერიკით! არ შეიძლება!!! ტყუილია!!! შეცდომაა!!!“